26 დეკემბერი 2024,   22:56
ვრცლად
„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებას რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრზე"- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ დაწყებულ რუსულ პროპაგანდაში რუსეთის საგარეო და თავდაცვის უწყებებთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ჩაერთვნენ.

ლაბორატორიაშია მიმდინარე საეჭვო საქმიანობის შესახებ პუბლიკაციების გავრცელება სკრიპალების საქმის გააქტიურებასთან ერთად დაიწყო.  ლაბორატორიის საეჭვო საქმიანობის შესახებ 11 სექტემბერს რუსულ მედიაგამოცემასთან ისაუბრა რუსეთში მცხოვრებმა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ.

მოგვიანებით კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს  მის საზღვრებთან ბიოლოგიური იარაღის შექმნის წერტილის გაძლიერებას.

რუსულ მედიაში გავრცელებულ პროპაგანდისტულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.  

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებას რიჩარდ ლუგარის სახელობის  ცენტრთან დაკავშირებით, რაც არ ასახავს სინამდვილეს და მისი მიზანია საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების რეპუტაციის შელახვა.

ლუგარის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთეული და  მისი ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ.

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო მარჯის მოცემულ ობიექტზე აღნიშნულ ღონისძიებაში. 20-მდე ქვეყნის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობის მიღება შეთავაზებული იქნა რუსი სპეციალისტებისთვის სამწუხაროდ რუსეთისგან მიღებული იქნა კატეგორიული უარი,“- ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ამავე თემაზე
დღის ამბები