რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძე სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
პროცესზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მტკიცებულების სახით ის ვიდეოჩანაწერი წარადგინეს, რომელიც ფანჯავიძის დაკავებას ასახავდა.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ჩანაწერი ფანჯავიძის მიერ სამართალდარღვევის ფაქტს ვერ ადასტურებს.
გიორგი ფანჯავიძემ კი განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მას დაემუქრა და აქციაზე სწორედ ამიტომ დააკავეს. პროცესი მოსამართლემ 17 ოქტომბერისთვის გადადო.