26 დეკემბერი 2024,   22:28
ვრცლად
25 წელი სოხუმის დაცემიდან - სეპარატისტების მიერ მოწყობილ ეთნიკურ წმენდას, 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, მოგვიანებით კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. საქართველოს ხელისუფლებამ ტექნიკა და არტილერია რეგიონიდან გამოიყვანა, სეპარატისტებმა კი სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს, ბრძოლები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და საბოლოოდ ქალაქი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. 13 თვისა და 13 დღის ბრძოლების შემდეგ აფხაზურმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები.

გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მისულები ამბობენ, რომ მსხვერპლი უაზრო არ უნდა იყოს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გარდაუვალია.

ხელისუფლების მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კი აფხაზეთიდან დევნილებმა პასუხი მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო მოსთხოვეს.

მთავრობის წევრები, რომლებიც დღეს გმირთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან მივიდნენ ამბობდნენ, რომ შერიგება მშვიდობიანი გზით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

გმირთა მემორიალთან დღეს ოპოზიციის წევრებიც მივიდნენ. მათ შორის ისეთებიც, ვინც აფხაზეთის ომში ახლობლები და ოჯახის წევრები დაკარგეს.

სეპარატისტების მიერ მოწყობილ ეთნიკური წმენდას 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. 

დღის ამბები