26 დეკემბერი 2024,   14:21
ვრცლად
"ევროპული საქართველო" მამუკა ჩიქოვანის მიერ ფრაქციის დატოვების ფაქტს არ ადასტურებს

„ევროპულ საქართველოში“ მამუკა ჩიქოვანის მიერ ფრაქციის დატოვების ფაქტს არ ადასტურებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა და "ევროპული საქართველო-რეგიონების" მდივანმა ფრაქცია დატოვა, „პირველმა რადიომ“ გაავრცელა.

თავად მამუკა ჩიქოვანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის არც მის სამუშაო კაბინეტში იმყოფება.

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.

„ინფორმაცია, რომ მამუკა ჩიქოვანი „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს, მე არ გამაჩნია. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია მამუკა ჩიქოვანთან და მისი პასუხი იყო, რომ გადაწყვეტილება, რომ ის ტოვებს პარტიას, მას მიღებული არ აქვს. მამუკა ჩიქოვანი ჩართულია საარჩევნო პროცესში. იცით, რომ სხვადასხვა რეგიონში დავით ბაქრაძის ერთ-ერთი მიმართულება არის ავტობუსი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში გადაადგილდება. მე როგორ შეიძლება რამე გამოვრიცხო, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ არანაირი ინფორმაცია, რომ მამუკა ჩიქოვანი რომელიმე სხვა პარტიაში აპირებს თავისი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, არ მაქვს,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღის ამბები