26 დეკემბერი 2024,   14:05
ვრცლად
„ომეგა ჯგუფის“ საქმე - ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურში განმარტება გაკეთდა

ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურში „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე საგანგებო განცხადება გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალმა ერთ-ერთმა კომპანიამ გადასახადების ვალდებულება დაარღვია და დავალიანება 2014 წლიდან წარმოიშვა, რის შემდეგაც ის იზრდებოდა.  

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები ითხოვდნენ, იძულებითი ღონისძიება არ გამოყენებულიყო, შედეგად კომპანიის დავალიანება, დღეის მონაცემებით, 53 მილიონ ლარამდე გაიზარდა.    

„შპს „ოჯთ-მ“ როგორც გადასახადის გადამხდელმა, დაარღვია გადასახადების სრულად და დროულად გადახდის ვალდებულება და საგადასახადო დავალიანება თავდაპირველად წარმოეშვა 2014 წლის ოქტომბერში, 18 444 ლარის ოდენობით. მთლიანობაში კომპანიამ 11-ჯერ მოგვმართა თხოვნით, რათა მის მიმართ არ გამოყენებულიყო იძულებითი ღონისძიებები და ყველა მისი თხოვნა დაკმაყოფილდა. ბოლოს იძულებითი ღონისძიებების არგამოყენების თხოვნით კომპანიამ მოგვმართა 2018 წლის თებერვალში, როდესაც მისი გაზრდილიყო 35 მილიონ 225 ათას 782 ლარამდე,“- განაცხადა შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები