26 დეკემბერი 2024,   14:26
ვრცლად
მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 31 ოქტომბრამდე გადაიწია

მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 31 ოქტომბრამდე გადაიწია. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის სახლებში რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობა დაფიქსირდა.

დღეს იუსტიციის სახლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. ეს კი ორი სერვისის რეგისტრაციის ვადის გასვლამ გამოიწვია. მოქალაქეების ნაწილი ტაქსის მართვის ლიცენზიის აღებას ელის, ხოლო ნაწილი იმ საქმიანობის რეგისტრაციას, რომელიც მძიმე და მავნე სამუშაოებს ახორციელებენ. ორივე მათგანის რეგისტრაციის ვადა პირველ ოქტომბერს იწურება. 

დღის ამბები