ბრაზილიური მუსიკის მოყვარულებს დღეს განსაკუთრებული საღამო ელით. მათთვის ცნობილი ბენდი „აზიმუტი“ დაუკრავს.
მუსიკოსები ქართველი მსმენელის წინაშე კომპოზიციებს ძველი და ახალი ალბომებიდან შეასრულებენ.
„ჩამოგვყავს ძალიან ცნობილი ბრაზილიური ჯგუფი „აზიმუტი“, რომლებიც 70-იანი, 80-იანი წლების შემდეგ სარგებლობენ უზომოდ დიდი პოპულარობით და ველოდებით ყველა იმას, ვისაც უყვარს ბრაზილიური მუსიკა,“ - განაცხადა ორგანიზატორმა, ბაჩა მძინარაშვილმა.