26 დეკემბერი 2024,   14:13
ვრცლად
პრემიერის გამოსვლა გაეროში - თბილისში მამუკა ბახტაძის გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზებს და ოსებს ქართულ ენაზე მიმართა.

სოხუმის დაცემის დღეს მამუკა ბახტაძის მთავარი გზავნილები ქვეყნის 25-წლიან ოკუპაციას უკავშირდებოდა. 18-წუთიანი გამოსვლის ერთი ნაწილი ბახტაძემ დასავლეთს კრიტიკას მოუძღვნა და თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ მკაცრი არ იყო.

მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა თბილისში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პრემიერი იძულებული იყო რუსეთის მისამართით მძაფრი განცხადებები გაეკეთებინა.

პრემიერთან შენიშვნები არ აქვს მმართველ გუნდს და აცხადებენ, რომ მან სწორი აქცენტები გააკეთა.

რამდენად ემთხვევა რუსეთის მისამართით ბახტაძის მიერ გაკეთებული მკაცრი შეფასებები „ქართული ოცნების“ რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციას, დღეს მმართველ გუნდს განმარტებების გაკეთება ამ თემაზეც მოუწია. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ზურაბიშვილის და მათი აგვისტოს ომთან დაკავშირებული პოზიციები თანხვედრაშია.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლით საქართველოს პრემიერმა ამერიკაში პირველი ვიზიტი დაასრულა.

დღის ამბები