26 დეკემბერი 2024,   14:24
ვრცლად
იუსტიციის სახლში მთელი დღის განმავლობაში სრული ქაოსი და პარალიზებული სამუშაო გარემო იყო

იუსტიციის სახლში მთელი დღის განმავლობაში სრული ქაოსი და პარალიზებული სამუშაო გარემო იყო. ოპერატორები მოქალაქეების მომსახურებას ქაოსის გამო ვერ ახერხებდნენ.

სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობამ იმ ასობით ადამიანს შეუქმნა, ვინც საჯარო რეესტრში, ტაქსის ლიცენზიის ან სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ამონაწერის ასაღებად მივდა.

ასეულობით ადამიანი რიგში გაუსაძლის პირობებში, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

„კურიერის“ გადამღები ჯგუფი იუსტიციის სახლის დღეს არ შეუშვეს. უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მედიას მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში ქაოსის და გრძელი რიგების გადაღება სურდა.

დედაქალაქის მსგავსად ანალოგიური მდგომარეობა იყო რეგიონებშიც. ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში „კურიერის“ კამერამ იმ პრობლემების დაფიქსირება შეძლო, რომელიც ასობით მოქალაქეს დღეს სერვისის მიღების დროს შეექმნა.

მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობას იუსტიციის სახლებში მინისტრი მეწარმეებისა და ტაქსის მძღოლების გადავადებული პროცედურებით ხსნის.

ხმაურიანი სამუშაო დღის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული იყო, საშიშპირობებიანი სამუშაოების შპს-ებისთვის რეგისტრაციის ვადა 30 დღით გადაეწია.

იუსტიციის სახლები საქართველოში დღეს 10:00 საათამდე იმუშავებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები