26 დეკემბერი 2024,   14:11
ვრცლად
მუსლიმები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - მარიხუანის კულტივაცას ისლამის სულიერი ლიდერები და მიმდევრები აპროტესტებენ

მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, საქართველოს მთავრობას მარიხუანის კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის შესახებ ინიციატივის გამო, მუსლიმი სასულიერო პირები უპირისპირდებიან. მათი აზრით, კანაფის ბიზნესით ფულს ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი პირები იშოვიან, თუმცა ზარალი, რომელსაც მომავალი თაობა ამ კანონით მიიღებს, ძლიან დიდი იქნება.

მარიხუანის კულტივაცია აქტუალური თემა უკვე მეორედ მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტის გაწვევას პარლამენტიდან არ აპირებენ და მარიხუანის პლანტაციების გაშენების თემას ისევ დაუბრუნდებიან.

შეთანხმების თანახმად კი, რომელიც საპატრიარქოსა და მთავრობას შორის შედგა, კანაფის შესახებ კანონპროექტი დეპუტატებს პარლამენტიდან უნდა გაეწვიათ და საკითხი დახურულად გამოეცხადებინათ.

მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, განხეთქილების მიზეზი მმართველ გუნდშიც გახდეს. კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები შესაძლოა, კონსერვატორებმა დატოვონ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სასულიერო პირების რადიკალური პროტესტის მიუხედავად, მთავრობა ამ თემას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები