26 დეკემბერი 2024,   14:12
ვრცლად
წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის დეკანოზის სკანდალური ინტერვიუ - მღვდელმა მსოფლიო პატრიარქს "აფერისტი" უწოდა

წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის დეკანოზმა მსოფლიო პატრიარქი პრესის ფურცლებიდან ჯერ მსოფლიო აფერისტად მოიხსენია, შემდეგ კი მას მართმადიდებელი სამყაროს გახლეჩაში დასდო ბრალი.

მღვდლის სკანდალური ინტერვიუ ორი დღის წინ გამოქვეყნდა, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს ამ თემაზე არც პროტესტი გამოუთქვამს და არც განცხადება არ გაუვრცელებია.

მღვდელმსახურის ინტერვიუს წმინდა სინოდის წევრის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მეუფე ზენონი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოსა და მსოფლიო საპატრიარქოებს შორის ურთიერთობას ძაბავს. მღვდელმთავარი პირდაპირ არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ მსგავსი თავდასხმები რუსეთის ინტერესებში შედის, რომელსაც თბილისსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობების დაძაბვა სურს.

თეოლოგების აზრით, საქართველოს საპატრიარქოს დუმილი დანაშაულია და ეკლესიამ მღვდელმსახური, რომელმაც მსოფლიო პატრიარქი შეურაცხყო, უნდა განკვეთოს.

საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ უთქვამს, დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ილია მეორის გადაწყვეტილებას ელოდება უკრაინის პატრიარქი ფილარეტი.

პატრიარქის მოსაყდრე და ქორეპისკოპოსი მეუფე შიო ნეიტრალური პოზიციით გამოდის და აცხადებს, რომ ქართული ეკლესია რუსულ და კონსტანტინეპოლის ეკლესიებს შორის დაპირისპირებაში არ ჩაერევა. მოსაყდრის თანაშემწე კი აცხადებს, რომ წმინდა სინოდს საბოლოო პოზიცია ჯერ არ ააქვს.

 

 

დღის ამბები