27 დეკემბერი 2024,   03:03
ვრცლად
4 მილიონის გატანა "თიბისი ბანკიდან" - ლევან ყიფინსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაცია 12-ჯერ შედგა

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს "თიბისი ბანკიდან" მილიონების მოხსნის დროს, ხშირი სატელეფონო კონტაქტი  ჰქონდათ.

ლევან ყიფიანის ნომრიდან, ორი დღის განმავლობაში 12 ზარია ფარცხალაძესთან განხორციელებული, სორედ იმ პერიოდში, როდესაც მთლიანი თანხის მოხსნა ხორციელდებოდა.

ყიფიანი იმ დროს "ომეგა ჯგუფის" კონსულტანტი იყო, შესაბამისად მას "ომეგას" კორპორატიული ნომერი ჰქონდა. 

ყიფიანს და ფარცხალაძეს შორის ხშირ სატელეფონო კომუნიკაციაზე გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა ისაუბრა. 

ოქუაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალიდან ფარცხალაძესთან ერთად 4 მილიონი „ქეშად“ გაიტანეს.

ალექსანდრე ხაჩიშვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანთან ერთად ბიძინა ივანიშვილისთვის "ომეგა ჯგუფის" მიერ ჩარიცხული 4 მილიონი TBC ბანკიდან გატანა, იხსენებს, რომ თანხის გაცემამდე ლევან ყიფიანი სისტემატურად უკავშირდებოდა გიორგი გახარიას და ოთარ ფარცხალაძეს.

ალექსანდრე ხაჩიშვილის ინფორმაციით, მას შენობის გარეთ ელოდებოდნენ შეიარაღებული პირები და ლევან ყიფიანის მითითებით ფულით სავსე ჩანთა მანქანაში ჩადო.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ბანკში ყოფნის დროს სპორტის ყოფილი მინისტრი გამუდმებით რეკავდა ტელეფონზე. მისი თანამშრომლების კითხვაზე, თუ ვის უკავშირდებოდა ის, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ის ხაზზე იყო გიორგი გახარიასთან და ოთარ ფარცხალაძესთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები