26 დეკემბერი 2024,   16:07
ვრცლად
"პოლიტიკური გუნდი თავის გუნდის წევრებს ნიშნავს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან" - გია ვოლსკი TI-ის კვლევაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) კვლევას  ეხმაურებიან, რომლის მიხედვით, ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში მუშაობდნენ.

მმართველის წარმომადგენლების შეფასებით, თანამდებობზე ადამიანები კომპეტენტურობით და არა პოლიტიკური დამოკიდებულებით ინიშნებიან. ამასთან ერთად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ სამსახურში დასაქმების დროს პოლიტიკური გუნდის ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

„ადამიანები ყველა სადღაც მუშაობდნენ, მაგრამ ყველა, ვინც დანიშნულია, დანიშნულია კომპეტენტურობის მიხედვით არიან დანიშნულები და არა ამა თუ იმ საკითხის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულებით. გარდა ამისა, არსებობს პოლიტიკური თანამდებობებიც, რასაკვირველია, პოლიტიკური გუნდი თავის გუნდის წევრებს ნიშნავს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებს ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში მუშაობდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები