26 დეკემბერი 2024,   22:42
ვრცლად
მზად ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციებს შევხვდე - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მზად არის, არასამთვრობო ორგანიზაციებს შეხვდეს.

ამის შესახებ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, სამოქალაქო სექტორი რეაგირება უნდა მოახდინონ იმ სიძულვილის ენაზე, რასაც ქალი პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ გამოითქმის.  

 „ალბათ, საჭიროა, როცა არასამთავრობოები ეხმაურებიან კამპანიას, ჯერ ერთი, როცა სიძულვილის სიტყვებია ქალზე ნათქვამი, რომ ის ვინც იცავს ქალთა უფლებებს, ამაზე რეაქცია გააკეთოს და ეს რეაქცია არ გამიგია. მეორე მხრივ, მგონი, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და არის გაკეთებული, ეს კრიტიკა არ არის, ეს პირდაპირ ცილისწამებაა, როცა ამას არ აქვს საფუძველი. მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს იმიტომ, რომ მე არათუ დიდ პატივს ვცემ საერთოდ არასამთავრობო სექტორს, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, დამჭირდება მათთან ურთიერთობა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატმა არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა.  სალომე ზურაბიშვილი მის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებაში მედიას, არასამთავრობო სექტორს და კონკურენტებს ადანაშაულებს.

დღის ამბები