26 დეკემბერი 2024,   22:59
ვრცლად
2013 წელს თავად ქალბატონი სალომე არაერთხელ მოგვმართავდა ჩვენ და ჩვენ მას მხარში ვედექით - არასამთავრობოების პასუხი ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევას  სამოქალაქო სექტორი გამოეხმაურა.

არასამთავრობოებმა პრეზიდენტობის კანდიდატის კრიტიკას უპასუხეს, რომელმაც მის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებაში მედია, არასამთავრობო სექტორი და კონკურენტები დაადანაშაულა.

მათი თქმით, საქართველოს ძლიერი სამოქალაქო სექტორი ჰყავს. არასამთავრობოებმა სალომე ზურაბიშვილს 2013 წლის მოვლენებიც შეახსენეს, როდესაც მას პრეზიდენტობის კანდიდატობა სურდა, თუმცა ცესკო არ არეგისტრირებდა და დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს მიმართავდა.

"საქართველოს ჰყავს ძალიან აქტიური და ძლიერი არასამთვრობო სექტორი და ის კი, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და სხვები მას თავს ესხმიან, ეს მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ ქვეყანა სულ უფრო და უფრო ადგას თურქმენიზაციისა და აზერბაიჯანიზაციის გზას. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ ყოველთვის ობიექტურად ვიდექით სიმართლისა და კანონმდებლობის სადარაჯოზე. 2013 წელს თავად ქალბატონი სალომე არაერთხელ მოგვმართავდა ჩვენ და ჩვენ მას მხარში ვედექით. ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდება, მხოლოდ მას,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პროცესში არსებულ ვითარებას სუბიექტურად აღიქვამს.

„მე მას შევახსენებ, რომ 2013 წელს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატობა უნდოდა და ცესკო კანონის არასწორი განმარტების გამო, არ არეგისტრირებდა, მაშინ ქართული ოცნება მარგველაშვილს უჭერდა მხარს და ქალბატონი ზურაბიშვილი ზუსტად არასამთვრობო სექტორის განცხადებებს იშველიებდა საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

 

დღის ამბები