26 დეკემბერი 2024,   22:23
ვრცლად
მე შემიძლია, ერთი უფასო რჩევა მივცე "ქართულ ოცნებას" - გადამალეთ თქვენი კანდიდატი - ზალიკო უდუმაშვილი

„მე შემიძლია, ერთი უფასო რჩევა მივცე ქართულ ოცნებას, გადამალეთ თქვენი კანდიდატი იმიტომ, რომ ყოველი მისი გამოჩენა და განცხადება ახალი სკანდალის მიზეზი ხდება,“ - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზალიკო უდუმაშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ არასამთვრობო ორგანიზაციებზე შეტევას.

მან ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს საჯაროდ შეახსენა, რომ პრეზიდენტის მთავარი მოკავშირე მედია და სამოქალაქო სექტორია.

„აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ადგას ბიძინა ივანიშვილს კვალს. ეტყობა ბიძინა ივანიშვილის სკოლა. ბიძინა ივანიშვილი, როდესაც პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, სწორედ პირველი იერიში არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე მიიტანა. მინდა, შევახსენო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მოკავშირე სწორედ მედია და არასამთავრობო სექტორია," - განაცხადა უდუმაშვილმა.   

 

დღის ამბები