26 დეკემბერი 2024,   22:17
ვრცლად
"ის არ არის პატრიოტი ამ ქვეყნის" - პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილის შესახებ 

„თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება, ოცნებამ თავის კანდიდატი, ქალბატონი სალომე გაიყვანოს, ეს არის დიდი უკუსვლა და მე არ ვუსურვებ საქართველოს,“ - ეს განცხადება მსოფლიო ბანმა, საქველმოქმედო ფონდ იავნანას დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ, გააკეთა.

გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი ლანჩხუთის მოსახლეობას ხვდება. 

ბურჭულაძე შეხვედრის დროს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მასში რაიმე დადებითის პოვნა უჭირს.

„ამ არჩევნებში ჩვენ ორი დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ერთდროულად შეგვიძლია ამის გაკეთება. ერთი, უკუსვლის გაჩერება და მეორეა წინსვლა. განვმარტავ, რას ნიშნავს უკუსვლა. თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება, ოცნებამ თავის კანდიდატი, ქალბატონი სალომე გაიყვანოს, ეს არის დიდი უკუსვლა და მე არ ვუსურვებ საქართველოს იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა, რაღაც დადებითი მენახა ამ კანდიდატში. ის არის ქართველი? არ არის ქართველი. მან საქართველო იცის მოყოლით. ის ვერ მეტყველებს ქართულად, ვერ გვაგებინებს, რა უნდა. ის არ არის პატრიოტი ამ ქვეყნის იმიტომ, რომ მან თქვა, რომ ჩვენ დავუწყეთ ომი რუსეთს და ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ხალხი,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსოფლიო ბანმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შესახებაც ისაუბრა. 

„ეს უკუსვლა უნდა მორჩეს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ამის ილუზია, რომ შეიძლება, რამე მოხდეს, გადახედეთ მის ბიოგრაფიას და მიხვდებით, რომ ვერ მონახავთ ხელის მოსაკიდებელს, სად შეიძლება, დავეხმაროთ იმ ქალბატონს და მივცეთ ხმა. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ. წინსვლა არის, როდესაც ჩვენ ავირჩევთ ისეთ ადამიანს, როგორიც არის ბატონი გრიგოლი. ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საქართველოსთვის იღვაწა,“ -  განაცხადა ბურჭულაძემ.

 

დღის ამბები