26 დეკემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ელიავას ბაზრობაზე, რკინის საამქროში, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობაზე, რკინის საამქროში, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად კი, 200 კვ.მ ფართობი დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.

ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

დღის ამბები