ევროპის მოედანზე მიუზიკლის „თბილისური ვოდევილი“ პრემიერა შედგა. მასში მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის მომღერლები მონაწილეობდნენ. მიუზიკლის სიუჟეტი აღებულია მეცხრამეტე საუკუნის დრამატურგის, ზურაბ ანტონოვის ცნობილ პიესიდან - ”მზის დაბნელება საქართველოში.”
სპექტაკლის რეჟისორია დავით დოიაშვილი, მუსიკის ავტორი კი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე. პრემიერას დედაქალაქის მერი მეუღესთან ერთად დაესწრო.