26 დეკემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"ამდენი ხანი ანტილოპა გნუ ისწავლიდა ქართულ ენას, მაგრამ ეს სამშობლო კი არ არის მათთვის, ეს სამუშაო ადგილია, სადაც შეიძლება გამდიდრება"-ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი მცხეთაში ამომრჩეველს ხვდება. გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელსაც ის გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში გაამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით ეს არის უმთავრესად ეროვნული ხელისუფლება, რომელთა მთავარი მიზანი ხალხის კეთილდღეობაა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით 28 ოქტომბერს მოქალაქეები ორი არჩევანის წინაშე დგანან.

„ეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. ერთი რომელიც ჩაფლულია კორუფციაში და უძრაობაში, რომელსაც  თავზე კრიმინალური ბანდა აზის და მეორე საქართველოს, სადაც საქართველოს მოქალაქე არის მიზეზი და მიზანი სახელმწიფოს არსებობის და ამისთვის საჭიროა ეროვნული ხელისუფლება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან სიტყვით გამოსვლისას „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატიც გააკრიტიკა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით მისმა ოპონენტმა ქვეყნის ისტორიაც კი არ იცის.

"ეს ხალხი უკვე ქართულად ვეღარ მეტყველებს ნორმალურად, ან არც მეტყველებდა. 2004 წლიდან ანტილოპა გნუ ისწავლიდა ქართულ ენას. რა გახდა? ამერიკელებმა და ჰოლანდიელებმა ვინც ჩვენთან ცხოვრობენ იმათმა ისწავლეს, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ ეს სამშობლო კი არ არის მათთვის, ეს სამუშაო ადგილია, სადაც შეიძლება გამდიდრება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვასაძემ არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.

„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა. როკის გვირაბთან და ფსოუსთან ქართული დროშა იფრიალებს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით ქვეყანას ჰყავს გამოცდილი პარტნიორები და მათი გამოცდილების გაზიარება შეიძლება თუმცა ისე, რომ ის საქართველოზე იყოს მორგებული. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით აუცილებელია ტრადიციების შენახვა მომავალი თაობისთვის.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ინტელექტუალური და პოლიტიკური ცხოვრება დაფუძნებული იყოს ქართულ და ზოგად საკაცობრიო ჰუმანისტურ, დემოკრატიულ პრინციპებზე. ეს არის ჩვენი შვილებისთვის ნორმალური ევროპული მომავლის გარანტია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.   

გრიგოლ ვაშაძე ომეგას საქმეს გამოეხმაურა და იმ „სერიალიდან“ გამომდინარე რასაც საზოგადოება ბოლო დღეებია უყურებს ადვილად აღსაქმელია, რომ გრძელდება „ოცნების“ შავი ყულაბის შევსება ხალხის ხარჯზე. მისივე თქმით ასევე გრძელდება შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართულ მედიაზე.

გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით ის არ დაუშვებს, რომ როდესმე ეს კანონი ქვეყანაში ამოქმედდეს. 

"არ დავუშვებთ საქართველოს ავღანიზაციას, არ დავუშვებთ საქართველოს მართვას ნარკოკარტელების მიერ მართვას,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები