26 დეკემბერი 2024,   21:54
ვრცლად
„აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდით" - "ადვოკატთა ასოციაცია" პროკურატურას საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს

"ადვოკატთა ასოციაცია" პროკურატურას უკანონო ქმედებასა და მათი მოვალეობის შესრულების დროს, ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება სასამართლოში მიმდინარე ქონებრივ დავას, რომელიც საბოლოოდ მოსამართლის გადაწყვეტილებით დაზარალებულ მაია ბაღათურიას სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა ამის შემდეგ, "ადვოკატთა ასოციაციის" მტკიცებით, პროკურატურამ უკანონოდ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელიც პროცედურული დარღვევებით ჩატარდა და საბოლოოდ, სადაო ქონების დაყადაღებით დასრულდა. იურისტები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

„აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. პროკურორი საქმის კურსშია კონკრეტულ მესაკუთრეს კანონიერად და შემდეგ აღნიშნავს სასამართლოსთან რომ ეს ქონება შეიძლება იყოს დანაშაულებრივად შეძენილი. ანუ შეცდომაში შეჰყავს ამ შემთხვევაში სასამართლო,“-განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ონისე მარგიანმა. 

დღის ამბები