26 დეკემბერი 2024,   21:59
ვრცლად
ფიზიკიდან პოლიტიკამდე - დავით ბაქრაძის გზა პოლიტიკოსობამდე

"ევროპულ საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პოლიტიკაში 2004 ში ნინო ბურჯანაძის გუნდის შემადგენლობით მოვიდა, თუმცა მათი გზა 4 წელიწადში გაიყარა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით ბაქრაძე კენჭს ნომერი 2-ით იყრის. ერთი, რაშიც დავით ბაქრაძე თანაგუნდელები ვერ შეედავებიან, მისი პერსონალური რეიტინგია. ის ყველაზე ნაკლებად ხდებოდა მოწინააღმდეგეთა რისხვის ობიექტი.  

ბაქრაძემ ხალხის ყურადღება საქართველოში და პარტნიორებისა უცხოეთში ბრწყინვალე ბრიტანული ინგლისურით, მიიპყრო რომელსაც, თბილისში დაეუფლა.

დავით ბაქრაძე იყო ასევე პირველი თავისი გუნდიდან პირველი და ბოლო მთელი ქართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან, ვინც აფხაზებს აფხაზურად სოხუმში მიესალმა.

მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მინისტრის პორტფელი მხოლოდ რამდენიმე თვე ებარა, მიაჩნია, რომ მისი მოწოდება, სწორედ დიპლომატიაა.

ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ბაქრაძეს მის მხარეს გადასვლა 2013 წლის იანვარში შესთავაზა. მაშინ, მოქმედ პრემიერს ის სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ახლდა. სესიის შემდეგ მიღებაზე საუბარი მასსა და ივანიშვილს შორის ერთ საათს გაგრძელდა.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ამომრჩეველს არწმუნებს, რომ ქვეყანას აქვს საშუალება, პენსია 50 ლარით დღესვე გაიზარდოს. სამომავლოდ კი დაგროვებითი პენსიის საკუთარ გეგმას წარმოადგენს. ხელისუფლების შემოთავაზებისგან განსხვავებით, ის ნებაყოფლობითია.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი პირობას დებს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, ემგირანტებისთვის უცხოეთში ლეგალური მუშაობის უფლება მოპოვებას ეცდება.

დღის ამბები