26 დეკემბერი 2024,   21:57
ვრცლად
საქართველოზე შეყვარებული გერმანელი გამომცემლები - ცოლ-ქმარი ვეილდეები, რომლებიც ქართველ ავტორებზე მუშაობენ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წინ, ქართული ლიტერატურა გერმანიაში დიდ ინტერესს იწვევს. ცოლ-ქმარი ვეილდეები უკვე რამდენიმე წელია ქართველი ავტორების ერთგული მკითხველები არიან. ამის გარდა, თავად არიან გამომცემლები. ვეილდეები 25 წელია მათთვის საინტერესო, გამორჩეულ წიგნებს არჩევენ. ამჟამად ქართველ ავტორებზე მუშაობენ. ისინი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველ მწერლებს წარადგენენ, როგორც მოდერატორები.

შტეფანი და ბარბარა ბონში მუსიკოსების უბანში ცხოვრობენ. გამომცემლობა საკუთარ სახლში აქვთ და წიგნები ვეილდეს სახელით გამოდის.

ფრანკფურტში ქართველი ავტორების მოდერატორები იქნებიან, ამიტომ კითხვებს წინასწარ გეგმავენ. ცოტა ხნის წინ, ბარბარას სტატია დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალში, რომელიც მთლიანად ქართველ ავტორებს ეხება.

ბარბარა და შტეფანი 30 წელია ცოლ-ქმარი და ბიზნეს პარტნიორები არიან. საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე ფესტივალს დაესწრნენ. თავდაპირველად 3 წლის წინ წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით ჩამოვიდნენ, მაშინ გაიცნეს ქართველი მწერლები. ზურაბ ქარუმიძის, „დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი“ ინგლისურ ენიდან გერმანულად თავად შტეფანმა თარგმნა.

ვეილდეები წიგნის ბაზრობის შემდეგ ჩვეულად გააგრძელებენ ქართული ლიტერატურის აღმოჩენას და ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი შემდეგს რომელ ავტორს გამოსცემენ. 

დღის ამბები