27 დეკემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ქიბარ ხალვაშს "ნაცმოძრაობამ" ტელევიზია წაართვა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – რუსთავი2, იმედი, პირველი არხი, ყველაფერი მიისაკუთრა ნაცმოძრაობამ კანონიერი მესაკუთრეებისაგნ, მათ შორის, 2004 -2012 წლებში.

გიორგი გაბუნია – ქიბარ ხალვაშმა მიისაკუთრა იმ დროს, ქიბარ ხალვაში დაგვიბრუნა ამ ხელისუფლებამ, სტრასბურგი რომ არ ყოფილიყო, ქიბარ ხალვაში იქნებოდა აქ.

ირაკლი კობახიძე - ქიბარ ხალვაშს წაართვა ნაცმოძრაობამ ტელევიზია.

გიორგი გაბუნია  – ...  და ვერანაირ ოქუაშვილს, ვერანაირ ამ კადრებს და  ვერაფერს  მაყურებელი ვერ ნახავდა.

ირაკლი კობახიძე - (იმეორებს) ქიბარ ხალვაშს წაართვა ნაცმოძრაობამ ტელევიზია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, მაგას გეუბნებით. აი, ეს დაადგინა სასამართლომ, მეტი კი არაფერი. საზოგადოებამ იცის, რაც მოხდა, როგორ წაართვა ქიბარ ხალვაშს, გარდა სხვა ბიზნესები, გარდა სხვა ბიზნესებისა, რა ფასად გაყიდა და ყველაფერი კარგად იცის საზოგადოებამ.

გიორგი  გაბუნია  - ქიბარ ხალვაშმა როგორ მიიღო და როგორ წაართვა ეს კომპანია წინა მფლობელს, ეს გაარკვიეთ. ქიბარ ხალვაში მაშინ ოქრუაშვილის სახელით მოქმედებდა, ჩვენ ვნახეთ "იბერიაშიც" იგივე მოხდა. 

ირაკლი კობახიძე – თქვენ ხო იცით და საზოგადოებამ იცის, რომ ქიბარ ხალვაში  იყო მესაკუთრე  ტელევიზიის და  ქიბარ ხალვაშს წაართვა  ნაცმოძრაობამ ტელევიზია. სხვა რამეზე გადაგაქვთ...

გიორგი გაბუნია – იმაზე გადაგვაქვს, რაზე გადატანაც  თქვენ არ გინდათ. მანამდე, ქიბარ ხალვაშამდე რატომ არ ვამბობთ, რა მოხდა. რატომ ვიწყებთ ქიბარ ხალვაშიდან? 

ირაკლი კობახიძე – სასამართლოზე მეუბნებით და სასამართლომ დაადგინა, რა? – ქიბარ ხალვაშისგან კანონიერად მიისაკუთრა თუ არა სააკაშვილმა ტელევიზია. სასამართლომ დაადგინა, რომ ქიბარ ხალვაშისგან უკანონოდ მიისაკუთრა  სააკაშვილმა ტელევიზია. ეს არის დადგენილი და თქვენ  ცდილობთ, რაღაცა გვერდი აუაროთ ამ მოვლენას, მაგრამ როგორ აუვლით, ეს იცის...

გიორგი გაბუნია  - მე არა, სტრასბურგმა აუარა ამას გვერდი.

ირაკლი კობახიძე - არა, სტრასბურგს არ დაუდგენია არაფერი  ამასთან დაკავშირებით.

გიორგი გაბუნიაჯერ არ დაუდგენია, მაგრამ  გვერდი აუარა.

ირაკლი კობახიძე  - აი, თქვენ თვითონ თქვით, რომ ჯერ არ დაუდგენია.

გიორგი გაბუნია - ჯერ არ დაუდგენია, არ დამთავრებულა პროცესი.

ირაკლი კობახიძე – მაგრამ საზოგადოებამ რაც იცის, იმას წყალი ხო არ გაუვა? იცის, რაც ხდებოდა ნაცმოძრაობის დროს, ჯერ რუსთავი 2 როგორ წაართვეს კანონიერ მესაკუთრეს და  მერე იმედი...

დღის ამბები