26 დეკემბერი 2024,   23:50
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე - "გამჭვირვალობა-საქართველო" განცხადებას აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმის  საქმეს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე ძალადობას ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ ტელევიზიაზე შეტევა ახალისებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ჟურნალისტებისათვის საქმიანობის უსაფრთხო გარემოს შექმნა უზრუნველყოს.

„ტელეკომპანია “რუსთავი 2"-სა და მისი ჟურნალისტების მიმართ ხშირია აგრესიული გამონათქვამები, ამ მხრივ განსაკუთრებით ხელისუფლების მაღალჩინოსნები და დეპუტატები გამოირჩევიან და ხშირად ეს გამონათქვამები სცილდება ეთიკის ჩარჩოებს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გააკრიტიკოს ან არ მოეწონოს არხის სარედაქციო პოლიტიკა, ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყანაში ჟურნალისტებისათვის საქმიანობის უსაფრთხო გარემოს შექმნა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულები და ასევე, თავი შეიკავონ კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ვერბალური თავდასხმისაგან, რადგან მსგავსი განცხადებები და დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისებას ახდენს,“- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

ფიზიკურად „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა.

ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.    

ამავე თემაზე
დღის ამბები