26 დეკემბერი 2024,   23:46
ვრცლად
თუ რაიმე დახმარებას აღმოვუჩენთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, უნდა დავისაჯოთ... ამას პირდაპირ ტელევიზიიდან გვპირდებიან - ვოლსკი

ქვემო ქართლში, მმართველი პარტიის წარმომადგენლის შეხვედრაზე გამოსვლის მთავარი თემა „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იყო. 

"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი, საარჩევნო შეხვედრებს დღეს სალომე ზურაბიშვილთან ერთად მართავდა, რომელმაც საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ "რუსთავი 2"-ზე და ნიკა გვარამიაზე საუბარს დაუთმო.

„თუ რაიმე დახმარებას აღმოვუჩენთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, უნდა დავისაჯოთ. გარიყულები უნდა ვიქნეთ საზოგადოებიდან და ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა შეგვექმნას პრობლემები. ამას განა დაფარულად, პირდაპირ ტელევიზიიდან გვპირდებიან. ჩვენ ესე ვერ გავჩერდებით. განა იმიტომ რომ ვიღაცის გვეშინია, განსაკუთრებით ქონდრის კაცების, ჩვენ ასე ვერ დავრჩებით და ვერ გავჩერდებით, ამის უთქმელად და ამის შესახებ ხმამაღალი საუბრის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ დონეს სტაბილურობის, რომელიც არ არის მარტო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მხარდამჭერებს მიმართა სალომე ზურაბიშვილმა. "ქართული ოცნების" რჩეულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემა სიძულვილის ენის გამოყენებით ვერ მოგვარდება.

„შეხვედრები ამ რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის შერეული მოსახლეობის რეგიონები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ერთობა, გაერთიანება, თანასწორობა, რომელიც ქმნის ამ ქვეყნის სიძლიერეს და არ დავუშვათ, რომ მტრები გარედან და შიგნიდან დაპირისპირებაზე გადაიყვანონ სხვადასხვა ეროვნებები თუ სხვადასხვა რელიგიები და თუ ადამიანები თუმდაც,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  

დღის ამბები