26 დეკემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ ჟურნალისტებს, იქნება ხელისუფლების სინდისზე - ნიკა გვარამია

"ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები დღეს არიან დაუცველები და ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ მათ, იქნება ხელისუფლების სინდისზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობა,“- ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმას.

ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მან პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დღს უნდა ატარებდეს საგანგებო ბრიფინგს და გმობდეს ძალადობას. 

„დღეს განმეორდა ძალიან მძიმე გადაცდომა, რომელიც პირდაპირ შეიძლება დავაკვალიფიციროთ სისხლის სამართლის ორი მუხლით, 154-ე მუხლით, რომელიც ეხება ჟურნალისტურ საქმიანობის შეფერხებას და 126-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ძალადობას. იგივე შემთხვევას ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ადგილი სამეგრელოში, როდესაც ჩხოროწყუს პოლიციის მაშინდელმა უფროსმა და მისმა ოჯახმა იძალადეს ეკა გაგუასა და ოპერატორ გიორგი კოხოძეზე და ამას ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება არ ჰქონია. ხელისუფლება ვალდებულია ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტები დაიცვას. საქმეც კი არ დაწყებულა, ჟურნალისტებიც არ დაუკითხავთ... ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის „რუსთავი 2-ს“ და მის ჟურნალისტებს, ახალისებს ამგვარ ქმედებებს ქვეყანაში. ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები დღეს არიან დაუცველები და ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ მათ, იქნება ხელისუფლების სინდისზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ისიც, რაც მოხდა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომელიც ახალისებს არაჯანსაღ და ძალადობრივ კლიმატს სახელმწიფოში,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას, რომლებიც რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ, ჩინეთის რკინიგზის 23 -ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები