26 დეკემბერი 2024,   23:56
ვრცლად
რაც მოხდა, არ შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის - ჯორჯ კენტი მუხთარლის საქმეს ეხმაურება

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ესმით, რომ ის, რაც მოხდა, არ შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის,“- ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმეს.

ჯორჯ კენტმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის მუხთარლის საქმეზეც გააკეთა კომენტარი. მან მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მუხთარლის საქმეზე შეკითხვა ორი დღის წინ ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დასვა საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარების კონტექსტში. შეერთებული შტატები იცავს ჟურნალისტთა უფლებებს, რომლებიც აკეთებენ თავიანთ საქმეს ნებისმიერ ქვეყანაში. ყოველთვის შეშფოთებას იწვევს, როდესაც ჟურნალისტის გაუჩინარება ხდება ან აპატიმრებენ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ესმით, რომ ის, რაც მოხდა, არ შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის. ორივე ინსტიტუტი ღირებულებებს ეფუძნება, ამ ღირებულებებში შედის მედიის თავისუფლებაც,“- განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები