ლონდონი დიდი პრემიერისთვის ემზადება. J. K. Rowling-ის „ჯადოსნური ცხოველები და გრინდელვალდის დანაშაული“ 16 ნოემბერს დიდ ეკრანებზე გამოვა.
მანამდე კი მთელი ქალაქი ჯადოსნური სამყაროს სიმბოლიკითა და პოსტერებით არის გაფორმებული. ერთ-ერთი მთავარი სანახაობა კი „მინალიმას“ სახლია, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებისთვის შექმნილ უმნიშვნელოვანეს რეკვიზიტებს ინახავს.
გრაფიკული დიზაინის გარდა, მირასა და ედუარდოს ჰარი პოტერისთვის ისეთი მნიშვნელოვანი 3D რეკვიზიტები აქვს შექმნილი, როგორიცაა, მაგალითად, ჰორკრაქსები.
მირამ ჰარი პოტერზე მუშაობა პირველივე ფილმიდან დაიწყო, მეორე ფილმიდან პროექტს ედუარდო შეუერთდა და მას შემდეგ დუეტი მაგიური სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა. მათ იციან „ჯადოსნური ცხოველების“ მეორე სერიის ყველა საიდუმლო.
„ჯადოსნური ცხოველები და გრინდელვალდის დანაშაული“ ეკრანებზე 16 ნოემბრიდან გამოვა.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი