26 დეკემბერი 2024,   23:49
ვრცლად
დავით ბაქრაძე სტრასბურგში ემიგრანტებს შეხვდა - პრეზიდენტობის კანდიდატმა მათ პროგრამის პრიორიტეტები გააცნო

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე სტრასბურგში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა შამუგიების ოჯახის პრობლემები მოისმინა. 

ქართველი ემიგრანტების თქმით, მთავარი სირთულე უცხო ქვეყანაში ლეგალურად დასაქმებამდე, სოციალური სერვისები და დაბალი ხელფასია. მათი განცხადებით, ქვეყანა უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გამო დატოვეს და ოჯახების რჩენის ერთადერთი საშუალება საზღვარგარეთიდან გაგზავნილი ფულია.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სტრასბურგში სტუდენტებსაც შეხვდა და მათ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებზე ელაპარაკა.

დავით ბაქრაძის საარჩევნო პროგრამის თანახმად, სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლას საპრეზიდენტო ფონდიდან თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება.

პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობაა.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი დავით ბაქრაძემ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთანაც განიხილა.

დღის ამბები