27 დეკემბერი 2024,   02:35
ვრცლად
„უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომელსაც ექშენი აკლია - კახა კალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ახალ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება

უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომელსაც ექშენი აკლია - ასეთია კახა კალაძის შეფასება "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოქვეყნებულ ახალ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით. თბილისის მერის განცხადებით ყოველდღე საზოგადოება ისმენს ახალ სისულელეს, რომელიც საინტერესოც კი არ არის.

„საქმე გვაქვს ერთ ძალიან დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს.  ჩვენ ყოველდღე ვისმენთ ახალ ახალ სისულელეებს. ისე მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, ჩვენთვის. ექშენი აკლია ნამდვილად. სასაცილოა ეს ყველაფერი,“-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ომეგას" საქმეზე ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერები გასაჯაროვდა.  საუბარში, სავარაუდოდ, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი, სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგა ჯგუფის მენეჯერი" მონაწილეობენ. ერთ-ერთ ჩანაწერში ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კონფლიქტი მოუვიდა. რომ ის ფარცხალაძემ სახლის სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. სპორტის ყოფილი მინისტრი ყოფილი პროკურორის მიერ მასზე ძალადობის ფაქტზე საუბრობს მეორე აუდიოჩანაწერშიც. ლევან ყიფიანი იხსენებს, რომ მან ეს თემა ბიძინა ივანიშვილთან განიხილა. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დეტალებს არკვევდა და აინტერესებდა, ვინ შეიგინა პირველმა - ფარცხალაძემ თუ ყიფიანმა.

მესამე ფარულ ჩანაწერში კი საუბრის მონაწილეები ახსენებენ ორ პირს - „ზარალასა“ და მაღრაძეს. კურიერის ინფორმაციით, „ზარალა“ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა, მაღრაძე კი პოეტი დავით მაღრაძე. ჩანაწერის მიხედვით, ფარცხალაძე-ყიფიანის შერიგება „ზარალამ“ და დავით მაღრაძემ სცადეს. აუდიოჩანაწერში ასევე ისმის გიორგი გახარიას სახელიც, რომელიც მოლაპარაკებებს გამოეთიშა მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა.

დღის ამბები