27 დეკემბერი 2024,   02:17
ვრცლად
"ვინც გვერდით ედგა უგულავას ბრიფინგზე "ქართული ოცნების" წევრები არ ყოფილან" - მდინარაძე უგულავას ბრიფინგს დღეს მეორედ გამოეხმაურა

„ევროპული საქართველოსა“ და "ქართული ოცნების" დაპირისპირება გრძელდება. გიგი უგულავას დღევანდელი განცხადების შემდეგ რომელმაც თქვა, რომ „ოცნების“ წევრები სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის გამო „ევროპულ საქართველოში“ გადადიან, მამუკა მდინარაძე განმარტებებს დღეს უკვე მეორედ აკეთებს. ის ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ბრიფინგის დროს გიგი უგულავას გვერდით ედგნენ „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან.

„უგულავამ პრაქტიკულად ვეღარ უარყო  ჩემი ნათქვამი იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი დღეს არ იყო მოქმედი  წევრი „ქართული ოცნების.“ უფრო მერტიც, ბევრი მათგანი საერთოდ შეხებაშიც არ იყო "ქართულ ოცნებასთან," არც წარსულში მათ შორის. მეორე, გვერდით ედგა უგულავას გურამ ჭვინტიაშვილი, რომელიც 2017  წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა „პატრიოტთა ალიანსიდან.“ ქალბატონი ქეთევან მაღლაკელიძე ასევე დაზუსტებული ინფორმაციით 2012 წელს იყო იმ 3000 ადამიანის შორის ყრილობაზე, რომელმაც დააფუძნა "ქართული ოცნება." დღეს მას "ქართულ ოცნებასთან" არანაირი შეხება არ აქვთ. ძალიან წვალობენ ეს ადამიანები რომ გადაფარონ თავისი წევრები როგორ გაურბიან,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები