27 დეკემბერი 2024,   07:09
ვრცლად
„სამი ადვოკატი სრულიად უსაფუძვლოდ დააჯარიმეს "- გიორგი ჭელიძის 13-მა ადვოკატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

მოძრაობა "ეროვნული ერთობის" ლიდერის გიორგი ჭელიძის საქმის განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში უფლებადამცველების პროტესტის გამო შეწყდა. ბრალდებულის ცამეტივე ადვოკატმა დარბაზი დატოვა.

ბრალდებული და მისი უფლებადამცველები მოსამართლეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ის ადვოკატებს უსაფუძვლო შენიშვნებს აძლევდა.

ადვოკატების მიერ დარბაზის დატოვებას კი წინ უძღოდა მოსამართლის გადაწყვეტილება ადვოკატებისთვის სასამართლოს შეურაცხყოფის გამო, ჯარიმის დაკისრების შესახებ. ადვოკატები, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას მოითხოვენ.

„სამი ადვოკატი სრულიად უსაფუძვლოდ დააჯარიმეს 500 ლარით ერთობლიობაში. და კიდევ სხვა ვინმეს ხმა რომ არ ამოეღო, მე გავაკეთე ოფიციალური განცხადება, მივმართე იმ უკანონობაზე დავით ასათიანს. შესაბამისად ადვოკატთა ასოციაციაში არსებობს ეთიკის კომისია და კანონის საფუძველზე, პროტესტის ნიშნად ჩვენ ადვოკატებმა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად დავტოვეთ სასამართლო დარბაზი,“-განაცხადა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.

სამართალდამცველებმა, გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

დღის ამბები