26 დეკემბერი 2024,   13:57
ვრცლად
ამერიკის მთავრობამ შს სამინისტროს "აილენდის" კლასის ორი ხომალდი გადასცა

შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "აილენდის" კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნეს.

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ სანაპირო დაცვას შექმნიდან 20 წლის აღსანიშნავი თარიღი მიულოცა, სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და ხომალდების პირად შუამდგომლობას წარმატება უსურვა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ამერიკის მხრიდან საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა გადავუხადო,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები