26 დეკემბერი 2024,   14:06
ვრცლად
ძალიან კარგად ვიცი რა თქვა სალომემ, დიახ, სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი გრადებით საკუთარ მოსახლეობას 2008 წლის 7 აგვისტოს - ხაინდრავა

სალომე ზურაბიშვილის „პირველი მხარდამჭერი ამ ქვეყანაში“ გოგა ხაინდრავა ომის დაწყებაში ისევ საქართველოს ადანაშაულებს. 2008 წლის 7 აგვისტოს ღამის ორ საათზე, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი - განაცხადა გოგა ხაინდრავამ საგანგებო ბრიფინგზე.

ხაინდრავა ამბობს, რომ ის სალომე ზურაბიშვილის პირველი მხარდამჭერია, ზედმიწევნით იცის როდის და რას ამბობს ზურაბიშვილი, ამიტომაც ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არსად უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.  

„ქალბატონო სალომე, ომი საქართველომ დაიწყო. - ის იმას არ უთქვია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. იმან თქვა რომ, მე ხომ მახსოვს ძალიან კარგად, მე ვარ პირველი მხარდამჭერი სალომესი იცოდეთ, პირველი მხარდამჭერი ამ ქვეყანაში სალომესი მე ვარ და ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, სად თქვა, რა დაწერა.

დიახ, საკუთარ მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს გამთენიას 2 საათზე გრადებით და ეგ იცის მთელმა მსოფლიომ,“-ამბობს ხაინდრავა.

დღის ამბები