26 დეკემბერი 2024,   14:19
ვრცლად
ლონდონის თეატრალურმა სკოლამ სასწავლო პროგრამაში ქართული ხალხური სიმღერების მასტერკლასები შეიტანა

ლონდონის თეატრალურმა სკოლამ სასწავლო პროგრამაში ქართული ხალხური სიმღერების მასტერკლასები შეიტანა.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს ეს შესაძლებლობა პირველად მიეცათ. 

ბრიტანეთში პრესტიჟული თეატრალური სკოლის სტუდენტები მრავალხმიან სიმღერას სწავლობენ. აუდიტორიაში, სადაც 25-ზე მეტი სტუდენტია, მასწავლებლებად ქართული ანსამბლი “იალონის“ ბანი, პირველი და მეორე ხმები არიან.

ანსამბლი „იალონის“ ხელმძღვანელი, ნინო ნანეიშვილი, როუზ ბრაფორდის კოლეჯში ლექტორის სტატუსით უკვე მეორედ მოიწვიეს. ეს პროექტი ილიაუნმა და როუზ ბრაფორდის კოლეჯმა ერაზმის+-ის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

სტუდენტებმა ერთ დღეში სამი ქართული ხალხური სიმღერა ისწავლეს.

 

 

დღის ამბები