26 დეკემბერი 2024,   14:25
ვრცლად
"არასდროს მქონია შეხვედრა მირზა სუბელიანთან დაკავებამდე ორი დღით ადრე და არც დაკავების შემდეგ" - კახიშვილი

"არასდროს მქონია შეხვედრა მირზა სუბელიანთან დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი მინისტრი და სრული უფლება მქონდა, შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მირზა სუბელიანს,“- ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი სკანდალურ ჩანაწერებში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უარყო მირზა სუბელიანის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ დაკავებამდე ის კახიშვილს შეხვდა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი კი ფარულ აუდიოფაილში ამბობს, რომ თუ ციხეში პრივილეგიებით ვერ ისარგებლებდა, მაშინ კახიშვილს კომპრომატებს გამოუქვეყნებდა.

„მეორე მხრივ, არასდროს ყოფილა ჩემამდე მოტანილი ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი აპროტესტებს იმ პირობებს, რა პირობებშიც, ის იყო განთავსებული მე-8 დაწესებულებაში. საერთოდ კომპრომატის არსებობს როდის დგინდება, როდესაც რაღაცას აკეთებ და მერე უცებ გაჩუმდები, ჩემი გაჩუმება, მგონი, არავის გახსოვთ, შედეგადაც მინდა გითხრათ, რომ არც იმ წლებში, 2013-2014 წლებში, როდესაც გახლდით ექსპერტი და ვაკრიტიკებდი რეფორმებს სხვადასხვა დარგში, მე არ მახსოვს არასდროს არც პირდაპირი, არც ირიბი მუქარა არავისგან, მათ შორის არც მირზა სუბელიანისგან,“- განაცხადა კახი კახიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები