26 დეკემბერი 2024,   22:04
ვრცლად
ღონისძიების ქართველი მასპინძელი დამსაქმებელთა ასოციაციაა - თბილისში მიმდინარე ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის მონაწილე

თბილისში ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას 200-მდე დელეგატი იღებს.  

რუსი ბიზნესმენები განმარტავენ, რომ ამ ფორუმს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ის მხოლოდ ბიზნეს საკითხებს მოიცავს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში ქართულ-რუსული კომპანიები დაფუძნდეს, რომლის დამზადებული პროდუქტი ევროპაშიც გავა.

საქართველო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის და უცნობია, რატომ ტარდება თბილისში ღონისძიება.

ბიზნეს-ფორუმის ქართველი მასპინძლების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

ფორუმის მონაწილის, ალია კარიმსაკოვას ინფორმაციით, ფორუმის ქართველი მასპინძელი დამსაქმებელთა ასოციაციაა.

„მოსკოვიდან ჩამოვედი, რომ ფორუმზე ჩემი კომპანიის ნაწარმი წარმოვადგინო, პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. აქ მხოლოდ ბიზნესზე ვსაუბრობთ. როგორც ვიცი, ამ ღონისძიების ქართველი მასპინძელი დამსაქმებელთა ასოციაციაა,“ - განაცხადა ალია კარიმსაკოვამ

ფორუმი საპროტესტო აქციების ფონზე გაიხსნა. მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია"-ს წევრები თბილისში რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ვიზიტს აპროტესტებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები