26 დეკემბერი 2024,   21:54
ვრცლად
თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო - "კურიერმა" ახალი სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა

„კურიერმა“ ბიზნესის რეკეტის სკანდალურ საქმეზე ახალი ფარული ჩანაწერი მოიპოვა. აუდიოფაილიდან დგინდება, რომ "ქართული თამბაქოს" ბიზნესიდან წილი, პარტია „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო.

ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობენ.

ხელისუფლება დღემდე ამტკიცებდა, რომ ფონდი, რომელსაც შეხვედრაზე ახსენებენ, არა „ქართული ოცნება“, არამედ საპარტნიორო ფონდი იყო, თუმცა ეს ვერსია ახალი ჩანაწერით ბათილდება:

ირაკლი ჩუბინიშვილი - სამი დირექტორი რა, ხო მასე ითქვა, მთავარი დირექტორი "ომეგა," ფინანსური დირექტორი, მე ფონდს ვეძახი, ფონდი და ჩვენ დაუშვათ, კომერციული;

ზაზა ოქუაშვილი - ფონდი ეს საინვესტიციო ფონდი ხომ არ არისო, ვეკითხებოდი? და არაო, დავიბენი (იცინიან);

ვანო ჩხარტიშვილი - საგანელიძე მიაწერე (იცინის);

ზაზა ოქუაშვილი -  ა, უფ კარგი იქნება;

ირაკლი ჩუბინიშვილი-"თბილისის თამბაქო," ეს გეუბნება, რა უნდა გამოუშვას, რამდენი უნდა გაყიდოს ამიტომ აქ სამივეს წარმომადგენელი არის და ეს დაპროგრამირდება, ის ამდენი, ეს ამდენი და ერთი ორგანიზაცია გაიყვანს ქსელში და უზრუნველყოფს ფულის ამოღებას და მერე წარმოებისთვის გადახდას. ეხლა, პირველ ეტაპზე, მე ესე ვფიქრობ, რა აი აქ შუაში არა ფიზიკური, მაგრამ იურიდიული პირების დატოვება შეიძლება გახდეს აუცილებელი. ჩვენი დისტრიბუციის, იურიდიული პირის და ო.ჯ.თ-საც შეილება დაჭირდეს არ ვიცი როგორი სტრუქტურაა, იმიტომ, რომ გარდამავალი ნაშთებიდან ფული რომ ამოვა, ეს ისეთი რაღაცებია, ბუღალტრულად აქედან აქ უნდა მოვიდეს და იქიდან აქ უნდა მოვიდეს ანუ ფიზიკურად ეს არ იარსებებს როგორც სტრუქტურა, მაგრამ დოკუმენტები, რაღაც პერიოდი სანამ, სანამ ეს დასახულ, დასახულ დონემდე არ მივა, ეს დაგვჭირდება. ჩვენ აქ საკრედიტო ხაზი გვაქვს და ბანკთან დაგვჭირდება იმის გარკვევა, რომ ეს სტრუქტურა არ დაიშალოს რა;

ვანო ჩხარტიშვილი - გასაგებია, ზაზა საკრედიტო ხაზები გააქვს თქვენ ბანკებთან გახსნილი თუ როგორია საბრუნავი სახსრები;

ზაზა ოქუაშვილი - გვაქვს, საკრედიტო ხაზებია, ჩვენს თანხასაც, ხომ საშუალებები არის;

ვანო ჩხარტიშვილი - გასაგებია;

ირაკლი ჩუბინიშვილი - მერე საწარმოო პროცესიც სანახავი იქნება, სად შეიძლება.

დღის ამბები