ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მისაბმელიანი ავტომობილი სავარაუდოდ, გზაზე მოცურდა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ავტომობილის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.