26 დეკემბერი 2024,   14:05
ვრცლად
ივანიშვილმა ეტყობა არ იცის, რომ დემოკრატიისთვის შეუთავსებელია გაგება, როგორიცაა ჟურნალისტი გამოძახებით - ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილის შეთავაზებულ ინტერვიუს ფორმატზე საუბრობს

ჟურნალისტი გამოძახებით - ასე აფასებს ნინო ჯანგირაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას ინტერვიუს შესახებ, რომელსაც მხოლოდ სამი არხის წარმომადგენელი უნდა დაესწროს.  

"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე საუბარს ჟურნალისტებთან, ხვალისთვის გეგმავს, თუმცა საკუთარი პირობებით.

ივანიშვილმა ინტერვიუზე მხოლოდ სამი ჟურნალისტი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან გიორგი გაბუნია, „TV პირველიდან“ ინგა გრიგოლია და „TV იმედიდან“  ირაკლი ჩიხლაძე მიიწვია.

ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს ამ გადაცემასთან დაკავშირებით თავის გათვლა აქვს და ის სხვა არხების დაკნინებას ცდილობს. 

„როცა სამ არხს შეტყობინების სახით უგზავნი, რომ ამა და ამ დროს შენ მათ იბარებ გადაცემაზე, პრესკონფერენციაც არ არის ხო? პრესკონფერენციაა თუ გადაცემა? და უთითებ, რომელი ჟურნალისტი გინდა მაინცდამაინც - ეს არის ჟურნალისტი გამოძახებით. ბატონმა ივანიშვილმა ეტყობა არ იცის, რომ დემოკრატიისთვის შეუთავსებელია ეგეთი გაგება, როგორიცაა ჟურნალისტი გამოძახებით.

"ჩვენ გვითხრეს რომ მათ არჩიეს რეიტინგის მიხედვით არხები და შეარჩიეს სამი არხი. ანუ ის ინტერვიუს აძლევს არხს და არა ჟურნალისტს, მაშინ არხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომელ ჟურნალისტს გაუშვებს. 

"საზოგადოებრივ მაუწყებელსაც კი მისცემდა ექსკლუზიურად ინტერვიუს მაგრამ მაკა ცინცაძესთან მის ინტერვიუს 3% თუ 4% ჰქონდა რეიტინგი და ეს ძალიან პატარა წვდომაა და არ აწყობს. ახლა გადაწყვიტა რომ თან მაქსიმალური წვდომა მიიღოს მოსახლეობაზე, იქით ვალი დაგადოთ თქვენ და ჩვენ დაგვაკნინოს. აქ გათვლა ის არის, რომ ჩვენ ავტომატურად ავყვებით ფეხის ხმას, ახლა ყველა არხზე რომ, ივანიშვილის ლეგენდარული გადაცემა იქნება ჩვენც ხო ავტომატურად ჩავრთავთ. ასეთი ჟესტი, მოწყალება გაიღეს რომ ნება მოგვცეს ჩავრთოთ ეს გადაცემა"-ამბობს ჯანგირაშვილი.

 

დღის ამბები