26 დეკემბერი 2024,   13:58
ვრცლად
ყიფიანი-ფარცხალაძის დაპირისპირების დეტალები - "კურიერმა" საუბრის ფარული ჩანაწერის ვიდეო მოიპოვა

ე.წ. "ომეგა ჯგუფის" საქმე და მორიგი ჩანაწერები, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა - ვიდეომასალაში „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ლევან ყიფიანზე ძალადობის მიზეზებს განიხილავს. ვიდეო გასული წლის 19 აპრილით არის დათარიღებული და ის სავარაუდოდ "ომეგას" ერთ-ერთ ოფისშია გადაღებული.

თათბირზე საუბრის ძირითადი თემა ლევან ყიფიანის და ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირებაა. მასალაში ჩანს, რომ ყიფიანი დაწერილ ტექსტს არ კითხულობს და არც არტისტიზმით ცდილობს ვინმესთვის თავის მოწონებას.

ლევან ყიფიანი დეტალურად იხსენებს როგორ ჩაიყვანეს ფარცხალაძის დაცვის წევრებმა სარდაფში და როგორ ურტყამდნენ.

სპორტის ყოფილი მინისტრისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი სავარაუდოდ დაპირისპირების ის ეპიზოდია, როცა ჩამწერი მოწყობილობის ძებნის მიზეზით ყოფილი მთავარი პროკურორის დაცვის წევრებმა ის გააშიშვლეს და ისე შეამოწმეს.

იყო თუ არა ლევან ყიფიანის ცემა, ბიძინა ივანიშვილთან წინასწარ შეთანხმებული, უცნობია, თუმცა ამ საუბრიდან მტკიცდება რომ ყიფიანი-ფარცხალაძის დაპირისპირება ივანიშვილთან გაარჩიეს.

ფარცხალაძის მიერ ყიფიანის ცემის ამბავი ბიძინა ივანიშვილს პოეტმა დავით მაღრაძემ მოუყვა. ამაზე შეხვედრის მონაწილეები მასალის დასაწყისში საუბრობენ. მაღრაძის გარდა ლევან ყიფიანი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს მეტსახელად "ზარალასაც" ახსენებს. მისი მტკიცებით სარდაფში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ფარცხალაძესთან სწორედ მან შეარიგა. ირკვევა ასევე ისიც, რომ ივანიშვილი-ყიფიანის საუბარს გიორგი გახარია დაეწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები