26 დეკემბერი 2024,   14:19
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის უტაქტო ინიციატივა უარყოფილია - მიწვეული სამი ჟურნალისტისგან ოლიგარქთან მისვლაზე ორმა უარი განაცხადა

ბიძინა ივანიშვილის უტაქტო ინიციატივა უარყოფილია - სატელევიზიო არხები თავად გადაწყვეტენ ვინ დაუსვამს კითხვებს ოლიგარქსა და "ქართული ოცნების" ლიდერს.

ყოფილმა პრემიერმა წინასაარჩევნოდ ტელეინტერვიუზე მხოლოდ სამი ტელეარხის სამი წამყვანი მიიპატიჟა - გიორგი გაბუნია, ინგა გრიგოლია და ირაკლი ჩიხლაძე.

მმართველმა გუნდმა შეთავაზების 2 ადრესატისგან უარი მიიღო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მზად არის ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს, მხოლოდ არა სამშაბათს საღამოს 10:00 საათზე, არამედ "კვირის აქცენტებში." ხვალ გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა „არჩევანი“ აქვს, ამიტომ მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილს ეკა კვესიტაძის შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

ბიძინა ივანიშვილის წინადადებაზე უარი თქვა ინგა გრიგოლიამაც. ცნობილი ტელეწამყვანი ამბობს, რომ სამშაბათს საღამოს "TV პირველზე" მასაც საკუთარი თოქ-შოუ აქვს და "ოცნების" ოფისში მისვლას ვერ მოასწრებს. ამიტომ არხმა "ქართულ ოცნებას" "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი დიანა ტრაპაიძე შესთავაზა.

"ქართული ოცნების" ლიდერის მიერ მიპატიჟებულთა შორის არ აღმოჩნდა ტელეკომპანია "კავკასია." არხის მთავარი თოქ-შოუს წამყვანი ამბობს, რომ მისთვის ეს ფორმა ჟურნალისტი გამოძახებით მიუღებელია. ნინო ჯანგირაშვილისთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი "ქართული ოცნების" ოფისში მიღებული განმარტება აღმოჩნდა, მას მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილთან სამი სხვა ტელეარხის ინტერვიუს გავრცელება შესთავაზა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები