26 დეკემბერი 2024,   14:41
ვრცლად
„ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, არ წყდებოდა ზარები" - "ოცნების" მაღალჩინოსნების სახლებზე "კურიერს" ინფორმაცია მოქალაქეებმა მიაწოდეს

ფეშენებელური სახლები, რომლებსაც „ოცნების“ მაღალჩინოსნები ფლობენ - „კურიერი“ ხელისუფლების სახლებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "შაბათის კურიერში" ოთარ ფარცხალაძის ქონების შესახებ ინფორმაცია გავიდა. როგორც "კურიერის" ჟურნალისტი ეკო მაღრაძე აცხადებს, რომელიც ორი კვირაა სწორედ ამ თემაზე მუშაობს, მას და ასევე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს რიგითი მოქალაქეები დაუკავშირდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა მაღალჩინოსნის ქონებასთან დაკავშირებით.

„ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ არ წყდებოდა სატელეფონო ზარები, რიგითი მოქალაქეები გვიკავშირდებოდნენ ინტენსიურად და გვაწვდიდნენ სიტუაციას მაღალჩინოსნების სახლებთან დაკავშირებით,“-განაცხადა ეკო მაღრაძემ.

მისივე თქმით, ასევე მოქალაქისგან გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფეშენებელურ სახლს ფლობს. ეკო მაღრაძე აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძის პირადი ინფორმაცია არის დახურული და შესაბამისად რომ არა ის მოქალაქე, რომელმაც "კურიერს" ინფორმაცია მიაწოდა, ანზორ ჩუბუნიძის ქონების შესახებ ცნობილი ვერ გახდებოდა.

გარდა ამისა, ეკო მაღრაძის თქმით, ანონსის გასვლისთანავე მას დაუკავშირდა მანანა კობახიძე, რომელიც ასევე ფლობს ფეშენებელურ სახლს და განაცხადა, რომ მან ეს ქონება იყიდა კრედიტით, თუმცა ვინაიდან მანანა კობახიძის საბანკო ანგარიშებთან და მის შემოსავალ-გასავალთან "კურიერს" წვდომა არ აქვს, ამ ინფორმაციის გადამოწმება მან ვერ შეძლო.

რაც შეეხება ირაკლი სესიაშვილის პრეტენზიას, რომ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა და ის სახლს 2012 წლამდე ფლობდა, ეკო მაღრაძის განცხადებით საუბარია 1000 კვ. მიწის ფართობზე, სადაც ორი სახლი დგას. აქედან მცირე ზომის სახლი, აშენებულია 2012 წლამდე და სწორედ მასზე საუბრობს სესიაშვილი. ხოლო მეორე სახლი, რომელიც ამავე ეზოში დგას და რომელიც 3 სართულისგან შედგება, მან 2016 წელს აიშენა. 

დღის ამბები