26 დეკემბერი 2024,   14:33
ვრცლად
"კორუმპირებული ხარ, აბა რა ხარ," - კამათი ირაკლი სესიაშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის 

„თვალებში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, 37 ათას დოლარად სად ააშენებ ამხელა სახლს,“ - ამ განცხადებით მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, „ქართული ოცნების“ წევრს, ირაკლი სესიაშვილს.

გადაცემა "არჩევანში," გიორგი ვაშაძესა პარლამენტის წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი სესიაშვილის ძვირადღირებული სახლის შესახებ სუბარს მოჰყვა, რომლზე საუბარიც, „შაბათის კურიერის“ რეპორტაჟი იყო.

"კორუმპირებული ხარ, აბა რა ხარ," - მიმართა ვაშაძემ სესიაშვილს. 

უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძეს წინა ხელისუფლების პერიოდი შეახსენა. 

„ფაბრიკაციებიც თქვენი პროფესიაა, ტყუილებიც თქვენი პროფესიაა, ძალადობაც თქვენი პროფესიაა და განსხვავებას რომ ვერ ხედავთ. მე გეტყვი განსხვავება რა არის. იცი რა ხელისუფლება გვყავდა, რომლის ნაწილიც იყავი, იცი რა მოძალადე იყო, როგორ აწამებდნენ, ბიზნესს როგორ ახევდნენ, სასამართლო როგორ ჯიბეში ედოთ, მედიას რას უშვებოდნენ, 7 ნოემბერი რად ღირს და მაინც მაგათთან დგეხარ,“ - ასე უპასუხა სესიაშვილმა ვაშაძეს, რაზეც ვაშაძემ თავის მხრივ უპასუხა, რომ სესიაშვილს შეუძლია მისი ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმოს.

 

დღის ამბები