26 დეკემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ელიტური კორუფციის არც ერთ შემთხვევაზე, არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება - ოთარ კახიძე

„ეს რეპორტაჟები, განსაკუთრებით შემაშფოთებელია განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა მდგომარეობაც წლიდან წლამდე არა თუ არ უმჯობესდება, არამედ იგივეც არ რჩება,“ - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟს, სადაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ძვირადღირებულ სახლებზეა საუბარი.

ამის შესახებ ოთარ კახიძე გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში საუბრობს. 

კახიძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და გაძვირებულ პროდუქტებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ფონზე კი ხელისუფლება თვითკმაყოფილებას არის მიცემული და მიაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. 

კახიძე ყურადღებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლზე ამახვილებს და ამბობს, რომ მისი ოჯახი 2012 წლამდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო და თვეში 102 ლარის ოდენობით შემწეობას იღებდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ გოგაშვილი დღეს მილიონერია.

„მინდა გითხრათ დანამდვილებით, რომ ელიტური კორუფციის არც ერთ შემთხვევაზე, რომელიც დააფიქსირა „ევროპულმა საქართველომ,“ დააფიქსირა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, დააფიქსირა სამოქალაქო საზოგადოებამ, არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები