26 დეკემბერი 2024,   13:59
ვრცლად
"მოსახლეობის 3 %-ს ჩაგდებული აქვს ხელში დანარჩენი 97% ის ქონება" - "ლეიბორისტული პარტია" "ოცნების" მაღალჩინოსნების სახლების თემას ეხმაურება

„ლეიბორისტული პარტია“ დარწმუნებულია, რომ ფეშენებელური სახლების აშენება, რომლებიც „ოცნების“ მაღალჩინოსნები 2012 წლის შემდეგ  ცხოვრობენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორუფციული გზით მიტაცებული თანხებით მოახერხეს. მიშა ქუმსიშვილის განცხადებით  მთავრობის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსავლამდე სოციალურ შემწეობას იღებდნენ, ახლა ფეშენებელურ სახლებს ფლობენ.

“ხდება ის რაზეც დიდი ხანია "ლეიბორისტული პარტია" საუბრობს. მოსახლეობის 3 %-ს ჩაგდებული აქვს ხელში დანარჩენი 97% ის ქონება,“-განაცხადა მიშა ქუმსიშვილმა

მისი თქმით, პროკურატურა რომ არსებობდეს ამ ქვეყანაში ხელისუფლების, ნაწილი უკვე იქნებოდა განახევრებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები