26 დეკემბერი 2024,   23:59
ვრცლად
"სალომეს იმიტომ აფინანსებენ, რომ მისი გამარჯვების სჯერათ" - სოფო კილაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

მმართველი გუნდის წევრი, სოფო კილაძე, გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ფონდში ბიზნესმენები თანხას იძულებით რიცხავენ. დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებას ამის ბერკეტი და სურვილი არ გააჩნია.

ქართული ოცნების წევრი ამ განცხადებით ოპოზიციას პასუხობს.

ოპონენტების მხრიდან გამოითქვა ეჭვი, რომ წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის დასაფინანსებლად ბიზნესის დარეკეტება ხდება.

„ქალბატონ სალომეს იმიტომ აფინანსებენ, რომ მისი გამარჯვების სჯერათ და სჯერათ იმის, რომ ის თავის უფლებამოსილებას ძალიან სწორად განახორციელებს. დანარჩენი ახლა, ხელისუფლებას არა აქვს არც ბერკეტი, არც სურვილი, რომ ვინმეს ვინმეს დაფინანსება აიძულოს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

როგორც ირკვევა, ოცნების რჩეული კანდიდატის შემომწირველებს შორის არიან, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე ბიზნესმენები. ყველაზე მეტი თანხა კი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა და მისმა გარემოცვამ შესწირა. ასევე, საკმაოდ დიდი თანხა გაიღო კანდიდატის ფონდისთვის ქართუ ბანკის  მენეჯმენტმაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები