26 დეკემბერი 2024,   23:52
ვრცლად
ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი პატარკაციშვილებმა მას შემდეგ გადაურიცხეს, რაც პროკურატურამ ბიზნესმენის საქმის გახსნაზე ბრიფინგი გამართა

წინასაარჩევნო შემოწირულობების ახალი სტატისტიკა - როგორც ირკვევა სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია.

გარდაცვლილი ბიზნესმენის დებმა და დედამ ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს თანხა ზუსტად იმ დღეს ჩაურიცხეს, როდესაც პროკურატურამ პატარკაციშვილის საქმე თაროდან ჩამოიღო და გახსნილად გამოაცხადა. მზია, ნანა და ნათელა პატარკაციშვილებმა ჯამში სალომე ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შესწირეს.

გადარიცხვა, კურიერის წყაროს ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ჩატარებული ბრიფინგიდან რამდენიმე საათში შესრულდა.

სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე თანხა ჩარიცხეს გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის კუთვნილი კომპანიების ხელმძღვანელებმა - თბილისი პარკის დირექტორმა, გელა დიღმელაშვილმა - 20 ათასი, იმედი ფილმსის მფლობელმა კობა კვანტალიანმა - 15 ათასი, ხოლო პატარკაციშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ლაშა ბირკაიამ - 10 ათასი.

სალომე ზურაბიშვილის მსხვილ შემომწირველებს შორისაა ქართუ ბანკის დირექტორატიც. ყველაზე მეტი - 30 ათასი ლარი, ზურაბიშვილს ბანკის დირექტორმა, ნატო ხაინდრავამ, გადაურიცხა. ზურაბიშვილს 20-20 ათასი შესწირა ბანკის, თითქმის, ყველა ხელმძღვანელმა პირმა.

მსხვილ შემომწირველებს შორის არიან საჯარო მოხელეებიც. ფოთის მაჟორიტარმა, ირაკლი ხახუბიამ - 60 ათასი, ხოლო მერმა კურდღელიამ სალომე ზურაბიშვილს 40 ათასი ლარი გადაურიცხეს.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის ფიქსირდებიან ბიზნესმენებიც.

ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია თეგეტა მოტორსი. თუმცა, წინა არჩევნებზე თანხა ქართულ ოცნებას თავად კომპანიამ გადაურიცხა, სალომე ზურაბიშვილს  კი ფული თეგეტა მოტორსმა თანამშრომლების სახელით შესწირა. თანხის გადარიცხვა გიორგი მშვილდაძის და პეტრე წაქაძის ანგარიშებიდან არის შესრულებული, ჯამში 105 ათასი ლარი.

ათასობით ლარს რიცხავენ ზურაბიშვილის ანგარიშზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები