26 დეკემბერი 2024,   23:48
ვრცლად
თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე საერთაშორისო ტრიბუნიდან - იუსტიციის მინისტრი TI-ის წარმომადგენლის კრიტიკულმა კითხვამ გააღიზიანა 

თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე საერთაშორისო ტრიბუნიდან - იუსტიციის მინისტრი გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას კოპენჰაგენის კონფერენციაზე დაუპირისპირდა.

თეა წულუკიანი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლის მიერ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე დასმულმა კრიტიკულმა კითხვამ გააღიზიანა. კითხვა მას შემდეგ დაისვა, რაც გიორგი ონიანმა საქართველოში ანტიდემოკრატიულ პროცესებსა და ელიტურ კორუფციაზე ისაუბრა. ქართველმა მინისტრმა კი, პასიხის ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური 7 ნოემბერს მოქალაქეების დარბევაში დაადანაშაულა.

თავდასხმის მიზეზი, ეკა გიგაურის განცხადებით, მისი ორგანიზაციის კრიტიკული დასკვნებია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

თეა წულუკიანის ტონი მოულოდნელი არ ყოფილა სხვა არასამთავრობოებისთვის.

სამოქალაქო სექტორი, რომელიც იუსტიციის მინისტრის თავდასხმებს მიჩვეულია, გაოცებულია, რომ საერთაშორისო ფორუმზე მინისტრი უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა.

არასამთავრობოები მინისტრს აფრთხილებენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქვეყნას აზარალებს.

მმართველ პარტიაში თანაგუნდელს მხარდაჭერას უცხადებენ.

ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, თეა წულუკიანმა პოლიტიკურად ანგაჟირებულ კრიტიკოსებს ღირსეული პასუხი გასცა. პოლიტიკური ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ თავდასაცავად დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუფერებელი თავდასხმის ტაქტიკა აირჩია, სადაც მთავარ იარაღად უარგუმენტო ჭორებს იყენებს.  

დღის ამბები